26 დეკემბერი 2024,   15:36
ვრცლად
გიორგი ვოლსკი - უკიდურესი პროტესტის ფორმების ძებნაში გადაიზარდა ეს ისტერიკა, უკვე საუბარი მიდის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე 

ოპოზიციას პროტესტის საფუძველი არ აქვს, არ აქვს გეგმაც - ასეთია შეფასება მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ მათმა ოპონენტებმა მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის გაბრაზება შეძლეს, საპროტესტო მუხტის აწევას კი ახლა პროვოკაციებით ცდილობენ:

"რადიკალური ოპოზიციის გეგმა არ შეცვლილა, თავიდან თუ ამასთან დაკავშირებით ორაზროვნად ლაპარაკობდნენ, დღეს უკვე საუბარი მიდის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე. უკიდურესი პროტესტის ფორმების ძებნაში გადაიზარდა ეს ისტერიკა. ნიკა გვარამიას ზუსტად აქვს უკვე ინფორმაცია თუ რამდენი კარავი ექნება, ვინ მიყიდის, საიდან შემოიტანს, რა თანხით და დადგამს ამ კარვებს რუსთაველის პროსპექტზე. ამოცანა ერთადერთია, შედეგს, რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევს, მაგრამ იქნებ დაპირისპირების პროვოცირება მოხდეს. ოპოზიცია შეთანხმდება თუ არა რომელიმე სტრატეგიაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე ამომრჩევლისთვის სიკეთეს აკეთებს. არც მათი ამომრჩეველი არ არის იმის მომხრე, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მოხდეს,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

 

დღის ამბები