"ევროპის კარი იხურება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება, იმათი ხელით, ვინც "ქართულ ოცნებას" ხმა მისცა" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ "ამერიკის ხმასთან" საუბრისას განაცხადა:
“დიახ, [ევროპის] კარი იხურება მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება. იმათი ხელით, ვინც "ქართულ ოცნებას" ხმა მისცა, მაგრამ პირველ რიგში მათი ხელით, ვინც არჩევნებზე მანიპულაცია მოახდინა და ის თავისუფალ და სამართლიან გარემოში არ ჩაატარა და ჩაიდინა ის საშინელება, რომ საკუთარი ძალის გამოყენებით, ქართველი ხალხისგან არჩევნები მოიპარა," - განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.