26 დეკემბერი 2024,   23:10
ვრცლად
"შეტევა ეკონომიკაზე, შეტევა ვალუტის კურსზე, შეტევა ტურიზმზე, შეტევა ადამიანის ფსიქიკაზე - ეს არის მათი გეგმა, რომელიც, ალბათ, ორშაბათს გამოცხადდება" - გია ვოლსკი ოპოზიციაზე

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების გეგმა აქვს და კარვების გაშლის დაანონსება სწორედ ამ გეგმის ნაწილია. "ქართული ოცნების" წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, მათ სურთ საზოგადოებაში დაძაბულობა შეიტანონ.

"ვინც ახლა აპირებს აქციების ჩატარებასა და კარვების გაშლას, მათი მთელი ამოცანაა, რომ როგორმე საზოგადოებაში დაძაბულობა შემოიტანონ, რომელიც გამოიწვევს ხალხს შორის დაპირისპირებას, სამართალდამცავ ორგანოებსა და ხალხს შორის დაპირისპირებას. საჭიროა, ეს ხალხი მომზადდეს შესაბამისად, გავაბრაზოთ - როგორც ისინი ამბობენ - გაბრაზდნენ ისე, რომ მოლოტოვის კოქტეილის დაჭერაც არ დაიზარონ. ეს ახალი არ არის - წლებია, მათ სახელმწიფო გადატრიალების იდეა ჰქონდათ, ვერ მოახერხეს და ახლა არის შემდეგი მცდელობა, ახლა უნდათ კარვების ქალაქითა და უბნით ეს საკითხი როგორმე წინ დაძრან.

არცერთ ოჯახს, არცერთ ჭკუათმყოფელ ადამიანს არ აწყობს ის, რომ ქვეყანაში ქაოსი შეიქმნას - ეს თემა არის შეტევა ეკონომიკაზე, შეტევა ვალუტის კურსზე, შეტევა ტურიზმზე, შეტევა ადამიანის ფსიქიკაზე - ეს არის მათი გეგმა, რომელიც ალბათ ორშაბათს გამოცხადდება და რომც არ გამოცხადდეს, ვიცით ამ ადამიანების შინაარსი და მათი პათოსი," - აცხადებს ვოლსკი.

დღის ამბები