27 დეკემბერი 2024,   02:29
ვრცლად
“ქართველი ხალხი სოლიდარობას უცხადებს სერბ ხალხს ამ რთულ დროს“ - სერბეთში მომხდარ ტრაგედიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეხმაურება

სერბეთში მომხდარ ტრაგედიას, საქართველოს პრემიერ მინისტრი სოციალური ქსელით ეხმაურება.

“გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სერბეთს იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ქალაქ ნოვი სადის სადგურზე მოხდა, ადამიანთა სიცოცხლე იმსხვერპლა და მრავალი დაშავდა. ქართველი ხალხი სოლიდარობას უცხადებს სერბ ხალხს ამ რთულ დროს“,- წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ იქს-ზე

ცნობისთვის, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა სამი.

ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, დაღუპულთა შორის, ერთი მცირეწლოვანია. სერბეთის ხელისუფლებამ 2 ნოემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

დღის ამბები