08 დეკემბერი 2024,   04:50
ვრცლად
უკრაინაში, საბუთების გარეშე შეშის შენახვისთვის შესაძლოა ადამიანების დაჯარიმება და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყონ

უკრაინაში, საბუთების გარეშე შეშის შენახვისთვის შესაძლოა ადამიანების დაჯარიმება და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყონ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მოქალაქეებს, შეშის დოკუმენტების გარეშე შენახვისთვის ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქრებათ. ასეთ სასჯელს უზენაესი რადას 10 ოქტომბერს მიღებული კანონი ითვალისწინებს. ცვლილებები უკრაინის ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებშიც შევიდა, 15 ოქტომბერს კი კანონპროექტი ხელმოსაწერად წარედგინა პრეზიდენტს. ამის შესახებ ადვოკატმა ალექსეი კინებასმა მედიასთან ისაუბრა.

როგორც კინებასმა განმარტა, კანონის ამოქმედების შემთხვევაში, შესაძლოა, ბევრი სოფლის მაცხოვრებელი სამართალდამრღვევი გახდეს, რომლებსაც ცალკეულ შემთხვევებში ჯარიმა ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ემუქრებათ.

ასევე, მისი თქმით, კანონის ახალი დებულებები ამკაცრებს ჯარიმებს ხეების უკანონო ჭრისა და დაზიანებისთვის, რაც გარემოს დაცვის სფეროში სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუმჯობესებად ითვლება.

დღის ამბები