17 ნოემბერი 2024,   01:24
ვრცლად
ირაკლი ზარქუა პრეზიდენტის პოსტზე: მინდა, ელჩებს ვუთხრა, არ მიაქციონ ყურადღება ქალბატონ მავნებელს... რამდენიმე კვირა დარჩა და გაქრება, როგორც შარშანდელი თოვლი

"ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ზარქუამ ელჩებისა და საელჩოების შესახებ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება შეაფასა. ზარქუამ პრეზიდენტს მავნებელი უწოდა და აღნიშნა, რომ ის ყველაფერს აკეთებს საელჩოების შეურაცხყოფისთვის, რადგან ისინი "კოლექტიური ნაცმოძრაობის" გვერდით არ დადგნენ.

"ქალი მავნებელი. ყველაფერს აკეთებს, რომ ყოველდღიურად ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ საელჩოების, ელჩებს, წარმომადგენლობას შეურაცხყოფა მიაყენოს, იმიტომ, რომ "კოლექტიური ნაცმოძრაობის" გვერდით არ დადგნენ საელჩოები. ამათ გვერდით, ამ უსამშობლოების გვერდით.

მინდა, ჩვენს ელჩებს, იმ ადამიანებს, რომლებიც იცავენ ქართულ კულტურას, ქართულ ღირებულებებს, ქართულ სახელმწიფო ინტერესებს, მადლობა ვუთხრა, არ მიაქციონ ყურადღება ქალბატონ მავნებელს. რამდენიმე კვირა დარჩა და აღარ იქნება, გაქრება, როგორც შარშანდელი თოვლი. სხვათა შორის, იმ ევროპულ სახელმწიფოებშიც დავნიშნავთ ელჩებს, სადაც პროვოკატორობს და არ ნიშნავს ელჩებს ქალბატონი მავნებელი. ყველაფერი დალაგდება," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს დიპლომატის დღე არ მიულოცა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში პრეზიდენტი განმარტავს, რომ "დღეს დიპლომატის დღის ხსენება უხერხულია, რადგან რუსეთისკენ გადადგმულ ნაბიჯებს დიპლომატების უმრავლესობა დუმილით ხვდება და არ აპროტესტებს".

დღის ამბები