26 დეკემბერი 2024,   13:50
ვრცლად
მხარდამჭერის შესახებ ინფორმაცია რომ გაქვს, ობიექტურად რომ შევხედოთ, ამაში დარღვევას ვერ ვხედავ, მაგრამ ეს სისტემურად საგანგაშო სურათს ქმნის - ნათია მეზვრიშვილი

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციის მოპოვება დარღვევა არ არის, მაგრამ როდესაც ამას სისტემური ხასიათი აქვს, ეს საგანგაშო სურათს ქმნის.

მისი თქმით, ამომრჩევლის მობილიზებას მმართველი გუნდის მხრიდან სისტემური ხასიათი ჰქონდა, რაშიც ძალოვანი უწყებებიც იყო ჩართული.

"ცალკე აღებულად, მხარდამჭერის შესახებ ინფორმაცია რომ გაქვს, ობიექტურად რომ შევხედოთ, ამაში მე დარღვევას ვერ ვხედავ. მაგრამ, ჩვენ თუ ამ ყველაფერს სისტემურად ვუყურებთ, სისტემურ დანაშაულს თუ შევხედავთ, ბუნებრივია ეს ძალიან კოორდინირებული ქმედებები იყო სუს-ის, იუსტიციის სამინისტროს და ცესკოსი. ეს ყველაფერი სისტემურად საგანგაშო სურათს ქმნის, თორემ ინდივიდუალური შემთხვევები პერსონალური მონაცემების დარღვევა არ არის", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღის ამბები