27 დეკემბერი 2024,   01:45
ვრცლად
ბარსელონაში, ძლიერი წვიმის შედეგად განგაშის წითელი დონე გამოცხადდა

ესპანეთში, ბარსელონაში, ძლიერი წვიმის შედეგად განგაშის წითელი დონე გამოცხადდა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

უამინდობის გამო შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, ბარსელონის აეროპორტებში რეისები გადაიდო, შეზღუდულია საავტომობილო გადაადგილება. ესპანეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მინისტრის, ოსკარ პუენტეს განცხადებით, ჩრდილო-აღმოსავლეთ კატალონიაში ყველა სამგზავრო მატარებელი მოძრაობას აჩერებს. რეგიონში დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

პუენტეს განმარტებით, ბარსელონას აეროპორტის მიმართულებით ზოგიერთი ფრენა გადამისამართდა და მეწყერმა კი ადგილობრივი ავტომაგისტრალის პარალიზება გამოიწვია.

ხელისუფლებამ მოსახლეობას ძლიერი წვიმების შესახებ პირადი შეტყობინებები გაუგზავნა. მოსახლეობას მოუწოდებენ თავი აარიდონ არხებსა და ხეობებს, სადაც შესაძლოა ძლიერი წყალმოვარდნები მოხდეს.

დღის ამბები