04 დეკემბერი 2024,   21:49
ვრცლად
უთანხმოება პროტესტის ფორმაზე - კარვების გაშლის იდეის ავტორმა, პროტესტის დღეს დუმილი აირჩია

დღეს ოპოზიციის აქციაა. კარვების გაშლის იდეის ავტორმა პროტესტის დღეს დუმილი აირჩია. ნიკა გვარამია არც "ლელოში" შეკრებილ კოლეგებს შეუერთდა და არც მათ მსვლელობას. პარტიის მეორე ლიდერმა კი გვარამიას იდეის შესახებ საუბარი საერთოდ არ ისურვა. მელიამ უპასუხა ყველა კითხვას გარდა იმისა - ემხრობა თუ არა კარვების გაშლის ინიციატივას.

კარვების გაშლა ჯერ კიდევ 3 დღის წინ დააანონსა ნიკა გვარამიამ და მაშინვე თქვა, რომ გადაწყვეტილებას კოალიციაში ერთობლივად მიიღებდნენ - თუმცა როგორც ჩანს, ახლის ლიდერის იდეამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა აზრთა სხვადასხვაობაა მეორე ბარიერგადალახულ პარტიაშიც. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პროტესტის ყველა ფორმის მომხრეა.

თუმცა, ბოკუჩავასგან განსხვავებული პოზიცია აქვთ პარტიის სხვა წევრებს. გვარამიას იდეას ოპოზიციაში რომ აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, "ლელოს" ლიდერის კომენტარმაც დაადასტურა. მამუკა ხაზარაძემ "კურიერთან" თქვა, რომ ნაწილს სურს კარვების გაშლა, ნაწილს კი არა. არც გვარამიას იდეას იზიარებენ და არც კარვების აქციაში მონაწილეობას გეგმავენ გახარიას გუნდში.

პარტია "საქართველოსთვის" მიტინგის ორგანიზებაში ჩართულები არ არიან, თუმცა პროტესტს უერთდებიან ოპოზიციის ძალისხმევას წარუმატებელ მცდელობად აფასებს მმართველი გუნდი, კარვების გაშლის მცდელობას კი, სასოწარკვეთილი ოპოზიციის პოლიტიკურ აგონიას უწოდებს. აქციების პერმანენტულ გაგრძელებას აანონსებს ოპოზიცია, თუმცა ამ დრომდე უცნობია კონკრეტულად რა სტრატეგიით იხელმძღვანელებენ პოლიტიკური პარტიები.

დღის ამბები