04 დეკემბერი 2024,   22:17
ვრცლად
არჩევნების შედეგები მოლდოვაში - მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ხმების 54% მიიღო

მაია სანდუმ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მოქმედმა პრეზიდენტმა ქვეყნის მართვის ლეგიტიმაციის კიდევ ოთხი წლით შენარჩუნება, ხმების 55%ით შეძლო.

სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დიასპორის ხმებით მოიპოვა. ქვეყნის შიგნით ის მოწინააღმდეგეს ხმების 2,4%-იანი სხვაობით ჩამორჩა. მაია სანდუს კონკურენტმა ყოფილმა გენ პროკურორმა ალექსანდრ სტაიანოგლუმ ხმების 44.67 % მიიღო.

მოლდოვაში და ქვეყნის საზღვრებს გარეთ, სულ 2219 საარჩევნო
უბანი იყო გახსნილი. ამომრჩეველთა აქტივობამ, 54.34 შეადგინა. საერთო ჯამში არჩევნებში მონაწილეობა მილიონ ექვსასი ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო. მაია სანდუმ 55. 33, სტაიანოგლუმ კი 44.67 მოიპოვა.

არჩევნების დღეს, მოლდოვის ხელმძღვანელობამ არჩევნებში ჩარევის შესახებ განაცხადა და მოსკოვი დაადანაშაულა. სანდუს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დაწერა, რომ მოსკოვის მხრიდან ადგილი ჰქონდა არჩევნების შედეგების დამახინჯების პოტენციურ მცდელობას. მოსკოვი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.

ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, სოციალური ქსელით ქართველ ხალხს მიმართა და დაწერა, რომ მოლდოვა საქართველოს გვერდითაა.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე.

 

 

დღის ამბები