04 დეკემბერი 2024,   23:29
ვრცლად
პოლონეთში გამართული ევრო პირველობა, ახალგაზრდა ქართველი ძალოსნების ტრიუმფით დამთავრდა

პოლონეთში გამართული ევრო პირველობა, ახალგაზრდა ქართველი ძალოსნების ტრიუმფით დამთავრდა, სადაც ჩვენი დელეგაციის ანგარიშზე ჯამში 38 მედალია, მათ შორის 6 უმაღლესი სინჯის.

შთამბეჭდავი იყო მარიამ მურღვლიანის ასპარეზობა, რომელმაც როგორც ატაცში, ასევე აკვრაში და ორჭიდში ოქროს მედლები დაისაკუთრა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მურღვლიანმა ატაცში 103 კგ. დააფიქსირა, აკვრაში 125 კგ. დასძლია, ჯამში კი 228 კგ. მოუგროვდა და თურქ ძალოსანს, რომელიც მე-2 ადგილზე გავიდა, 9 კგ-ით გაასწრო.

დღის ამბები