27 დეკემბერი 2024,   04:10
ვრცლად
აშშ-ში კიდევ ერთი ძლიერი ტროპიკული შტორმის “რაფაელის” მოლოდინში არიან

აშშ-ში, მექსიკის ყურეში, ტროპიკული შტორმის “რაფაელის” მოლოდინში არიან. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

უჩვეულო და ძლიერი ქარიშხლების ფონზე, აშშ შაბათ-კვირას კიდევ ერთი ტროპიკული ქარიშხლის მოლოდინში, რაც ნოემბრის თვისთვის იშვიათი მოვლენაა.

ტროპიკული შტორმი კარიბის ზღვაში, ორშაბათს დილით წარმოიქმნა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ამინდი გაუარესდება და საბოლოო ჯამში, ძლიერი ტროპიკულ შტორმი “რაფაელი” ჩამოყალიბდება.

ელოდებიან, რომ “რაფაელი” ჯერ კუბას დაატყდება თავს, შემდეგ კი სავარაუდო მექსიკის ყურისკენ აიღებს გეზს. იქიდან გამომდინარე, რომ შტორმი ახალი ჩამოყალიბებულია, სინოპტიკოსებს მისი ზუსტი მიმართულების განსაზღვრა უჭირთ.

დღის ამბები