08 დეკემბერი 2024,   13:49
ვრცლად
თოვლის გამო, გუდანი-შატილის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია - საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციით, გუდანი-შატილის საავტომობილო გზაზე თოვლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

"თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ106 (გუდანი-შატილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, კმ53-კმ59 (კორშა-გუდანი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია", - აღნისნულია განცხადებაში.

დღის ამბები