06 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
"განსაკუთრებულად დიდი პატივია, ვიყო თქვენი 47-ე არჩეული პრეზიდენტი" - დონალდ ტრამპი გამარჯვებას ზეიმობს

დონალდ ტრამპი გამარჯვებას ზეიმობს, მან შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სიტყვით გამოსვლისას, ტრიბუნა რამდენიმე წუთით დაუთმო ჯეიდი ვენსსაც, მას მიმართა როგორც ვიცე პრეზიდენტს.

საარჩევნო პროცესი კი ჯერ კიდევ გრძელდება. ამ წუთის მონაცემებით, რესპუბლიკელ კანდიდატს საარჩევნო კოლეგიის 267 ხმა აქვს, ხოლო კამალა ჰარისს 214. რესპუბლიკელებმა დემოკრატები ყველა მერყევ შტატში დაამარცხეს.

"მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ეს შესანიშნავია. ჩვენ მეგობრები ვართ. ათასობით მეგობარი ვართ შესანიშნავ მოძრაობაში, ეს იმგვარი მოძრაობაა, რომლის მსგავსიც აქამდე არავის უნახავს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც დახმარება სჭირდება. ჩვენ დავიცავთ ჩვენს საზღვრებს, გავაკეთებთ ყველაფერს. შევქმნით ისტორიას მიზნისთვის. ჩვენ გადავლახეთ დაბრკოლებები, რომელიც ყველას შეუძლებლად მიაჩნდა. ახლა ნათელია, რომ მივაღწიეთ ყველაზე შესანიშნავ პოლიტიკურ მიზანს. შეხედეთ, რა ხდება ეს სიგიჟეა. ეს პოლიტიკური გამარჯვებაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქამდე არასდროს უნახავს. მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, განსაკუთრებულად დიდი პატივია ვიყო თქვენ მიერ არჩეული 47-ე პრეზიდენტი. ყველა მოქალაქისთვის ვიბრძოლებ, თქვენი ოჯახებისთვის. თქვენი მომავლისთვის. ყოველდღე ვიბრძოლებ თქვენთვის. ჩემს ყველა ამოსუნთქვაში. მანამ არ მოვისვენებ, ვიდრე არ უზრუნველვყოფთ ძლიერ, დაცულ და სამართლიან ამერიკას რომელშიც ჩვენი ბავშვები იმსახურებენ. თქვენ იმსახურებთ. ეს ნამდვილად ამერიკის ოქროს ხანა იქნება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის გარდა, კომენტარი გააკეთა კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის თანათავმჯდომარემ, კედრიკ რიჩმონდმაც, რომლის თქმითაც, ვიცე-პრეზიდენტს მოსახლეობას სიტყვით მოგვიანებით მიმართავს.

"მადლობა მინდა გითხრათ ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეთ. მადლობა, რომ აქ ხართ. ხმები ჯერ ისევ დასათვლელია. უნდა დავრწმუნდეთ, რომ თითოეული მათგანი დათვლილია. ასე რომ, ვიცე-პრეზიდენტს მოგვიანებით მოუსმენთ. აქ დაბრუნდება, რათა ყველას მოგმართოთ, არა მხოლოდ მის მხარდამჭერებს, არამედ მთელ ერს. ჩვენ გვჯერა თქვენი", - განაცხადა კედრიკ რიჩმონდმა.

დღის ამბები