27 დეკემბერი 2024,   04:22
ვრცლად
"ვისაც აქვს უნარი და შნო, რომ დიალოგში ჩაერთოს, უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში და აქ უნდა ახორციელებდეს საკუთარ მანდატს, ანუ იმ მანდატს, რა დოზის ნდობასაც გამოუცხადებს საზოგადოება" - რატი იონათამიშვილი

"პოლიტიკური დიალოგის ადგილი არის საქართველოს პარლამენტი, ვისაც აქვს უნარი და შნო, რომ დიალოგში ჩაერთოს, უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში და აქ უნდა ახორციელებდეს საკუთარ მანდატს, ანუ იმ მანდატს, რა დოზის ნდობასაც გამოუცხადებს საზოგადოება", - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, საპარლამენტო ოპოზიციის წევრები მეათე მოწვევის პარლამენტში, ძირითადად, ბოიკოტის რეჟიმში იყო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტების განხილვას თავს არიდებდნენ.

"ბოლო 4 წლის განმავლობაში, პერიოდი რომ ავიღოთ, რით დაგვამახსოვრა რადიკალურმა ოპოზიციამ მეათე მოწვევის პარლამენტში თავი, პირველ რიგში, დაგვამახსოვრა ბოიკოტით და ეს ბოიკოტი სინამდვილეში პოლიტიკური კი არ იყო, ეს ბოიკოტი მათ პირად ინტერესებსა და სიამოვნებაზე მორგებული იყო. ამ ბოიკოტში ისინი იღებდნენ ხელფასებს, გადაადგილდებოდნენ სახელმწიფო ავტომობილებით, საკუთარი პარტიის აქტივს ასაქმებდნენ საკუთარ კაბინეტებსა და აპარატებში და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არაფერზე არ იღებდნენ, პირიქით, გაურბოდნენ კიდეც და ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტების განხილვა ხდებოდა, მათ შორის, 12 რეკომენდაციის ფარგლებში, ისინი არცერთ ამ პროცესში არ იყვნენ ჩართულები, მხოლოდ ეკრანებთან დგებოდნენ, რაღაც განცხადებებს აკეთებდნენ და ქრებოდნენ," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები