04 დეკემბერი 2024,   22:02
ვრცლად
საქართველოში სამუშაო ვიზიტით NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის დელეგაცია იმყოფებოდა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის ხელმძღვანელს, NATO-ს სახმელეთო ძალების შტაბის უფროსს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლა. შეხვედრაზე აღინიშნა LANDCOM-თან წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა.

გენერლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ნაყოფიერი პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულების და ალიანსის სახმელეთო ძალების წარმომადგენლების გაფართოებული შეხვედრაც გაიმართა.

დელეგაციამ კრწანისში მდებარე NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და საერთო საჯარისო ცენტრიც დაათვალიერეს.

დღის ამბები