27 დეკემბერი 2024,   03:53
ვრცლად
გლობალური მშვიდობის მიღწევა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვა - რა მოლოდინი აქვს საქართველოს მთავრობას აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან

ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის ურთიერთობა ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს გაუძლებს - ასე აფასებს საქართველოში ამერიკის ელჩი შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. რობინ დანიგანი ამბობს, რომ საქართველოს და ამერიკის მეგობრობა არ შეიცვლება.

გლობალური, რეგიონული მშვიდობის მიღწევა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვა, სწორედ ეს მოლოდინი აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება სოციალური ქსელით მიულოცა. მილოცვის ეს ფორმა გამოიყენა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემაც. შალვა პაპუაშვილის სიტყვებით - დონალდ ტრამპის არჩევამ, მსოფლიო პოლიტიკაში საღი აზრი უნდა დააბრუნოს.

ამერიკის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საკუთარ მილოცვაში პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი ელოდება, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა გაგრძელდება. დონალდ ტრამპს პრეზიდენტობას ულოცავენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებით, უკრაინაში ომის დამთავრების პერსპექტივა და აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის შანსი იზრდება. "ქართული ოცნების" ლიდერები ტრამპს გამარჯვებას ულოცავენ და აცხადებენ, რომ საქართველო-ამერიკის პარტნიორობა ახალ იმპულსებს საჭიროებს.

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში 135 მილიონზე მეტმა ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა. რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი, ამერიკის 47-ე პრეზიდენტია.

დღის ამბები