ესპანეთში, პოლიციამ 13 ტონა ნარკოტიკული საშუალება - კოკაინი ამოიღო, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობაა. ნარკოტიკი ალხესირარის პორტში, ბაბანებით სავსე კონტეინერში იყო დამალული.
პოლიციის ინფორმაციით, მათ მიერ აღმოჩენილი კოკაინის რაოდენობა ესპანეთის ისტორიაში ყველაზე მსხვილი პარტიაა და ევროპის ისტორიაში მეორეა. მათი განმარტებით, კოკაინის ასეთი დიდი პარტიის ამოღებას მსოფლიო დონის მნიშვნელობა აქვს.
გამოძიების ფარგლებში, მადრიდსა და ალიკანტეში სახლებსა და ოფისებში ხუთი ჩხრეკა ჩატარდა. საქმეზე დააკავეს ერთი პირი, ხოლო ნარკოტიკების იმპორტიორი კომპანიის პასუხისმგებელი ორი პირი, ძებნაში გამოცხადდა.