08 დეკემბერი 2024,   08:08
ვრცლად
გერმანიაში კოალიციური მთავრობა დაიშალა - მიზეზი შოლცისა და ფინანსთა მინისტრის უთანხმოებაა

გერმანიის მმართველი, ე.წ. "შუქნიშნის" კოალიცია დაიშალა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა, ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

შოლცმა გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ მან სთხოვა ლინდნერს, შეემსუბუქებინა ხარჯვის წესები უკრაინის დახმარების გაზრდის მიზნით, მაგრამ ამაზე უარი მიიღო.

ახლა უმცირესობაში დარჩენილი პარტია ბიუჯეტის დამტკიცებას ვეღარ შეძლებს, რაც, დიდი ალბათობით, მარტის დასაწყისში ვადამდელ არჩევნებს ნიშნავს.

მედიის ცნობით, კანცლერი მთავრობის ნდობის საკითხს ბუნდესტაგში კენჭისყრაზე 15 იანვარს დააყენებს.

დღის ამბები