26 დეკემბერი 2024,   16:23
ვრცლად
"ცახალი" ბეირუთის დაბომბვას აგრძელებს - ბექაას ხეობაში, ბეირუთსა და ბაალიბეკში იერიშებს 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ცახალი" ბეირუთის დაბომბვას აგრძელებს. ისრაელის ძალებმა ლიბანის დედაქალაქზე და რეგიონებზე გასულ ღამეს ავიაიერიშები მიიტანეს. ბექაას ხეობაში, ბეირუთში და ბაალიბეკში იერიშებს 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად, დაჭრილია 53 პირი.

ისრაელის მიზანს ლიბანში ტერორისტული ორგანიზაცია "ჰესბოლას" ინფრასტრუქტურის განადგურება წარმოადგენს. სამხედრო ოპერაციის გრძელდება.

გაეროს მისიის ხელმძღვანელი ჰუმანიტარულ საკითხებში, ჯოის მასუია ამბობს, რომ ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში მშვიდობიანი მოსახლეობა ისრაელის ძალებს ალყაში ჰყავთ მოქცეული, მისი თქმით, ამის გამო ადამიანები შიმშილობენ.

დღის ამბები