27 დეკემბერი 2024,   07:08
ვრცლად
ერთ საათში, ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იხსნება

ერთ საათში, ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იხსნება. რიგით მეხუთე სამიტში ევროკავშირის ლიდერები, წევრი და არაწევრი სახელმწიფოების პირველი პირები მონაწილეობენ, რომლებმაც ოფიციალური მიწვევა შარლ მიშელისა და ვიქტორ ორბანისგან მიიღეს. მათ შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

პლენარული სესია უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრით დაიწყება. განიხილავენ უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიასა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს.

მსჯელობა გაგრძელდება ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე. ირაკლი კობახიძე სიტყვით სწორედ ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ დაგეგმილ დისკუსიაზე გამოვა, რომელსაც გერმანიის კანცლერი ხელმძღვანელობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სამიტის დახურვის შემაჯამებელ სესიაშიც.

ქართული დელეგაცია გამართავს ორმხრივ შეხვედრებსაც. 

დღის ამბები