26 დეკემბერი 2024,   15:35
ვრცლად
პრემიერი - მქონდა საშუალება შევხვედროდი ევროპელ ლიდერებს, ფორმატები გამოვიყენეთ იმისათვის, რომ გზავნილები მაქსიმალურად მიგვეტანა ჩვენს პარტნიორებთან

საინტერესო სამიტი - ასე უწოდა საქართველოს პრემიერ-მისნიტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს, რომელიც ბუდაპეშტში იმართება.

საქართველოს პრემიერმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის რამდენიმე ქვეყნის ლიდერს შეხვდა და ეს ფორმატები გამოიყენა იმისათვის, რომ გზავნილები მაქსიმალურად მიეტანა პარტნიორებთან:

"სამიტი საინტერესო იყო, მე მქონდა საშუალება სიტყვით გამოვსულიყავი როგორც თემატურ შეხვედრაზე, სადაც საუბარი იყო ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე მქონდა ბოლოს პლენარულ დასკვნით სესიაზე გამოსვლის საშუალება, სადაც ვისაუბრე საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. მქონდა საშუალება შევხვედროდი ევროპელ ლიდერებს, მქონდა შეხვედრა რამდენიმე პრემიერ-მინისტრთან, ასევე შარლ მიშელთან, სადაც ვსაუბრობდით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხებზე. ეს ფორმატები გამოვიყენეთ იმისათვის, რომ გზავნილები მაქსიმალურად მიგვეტანა ჩვენს პარტნიორებთან,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები