08 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
"ეს მოწოდება ნამდვილად არ არის ახალი - ეს კანონები პრობლემური და გასაუქმებელია" - ანა ბუჩუკური

ევროპის სამი ქვეყნის პირობა ისევ პოლიტიკური დისკუსიის თემაა - საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის პირველი პირები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" და "ოჯახური ღირებულებების შესახებ" კანონების გაუქმებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაკრონი, შოლცი და ტუსკი ამბობენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერენ.

საკითხი ოპოზიციაში შეაფასეს და აღნიშნეს, რომ სწორედ ეს კანონები აფერხებენ საქართველოს ევროინტეგრაციას და ამაში ახალი არაფერია.

"რუსული კანონი არის პრობლემა, რომელიც ამ ქვეყანას უქმნის საფრთხეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ძალიან ბევრი კომპონენტია, რომელიც ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელს უშლის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას", - აცხადებს კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე.

აღნიშნულ კანონებს პრობლემურსა და გასაუქმებელს უწოდებენ პარტიაში "გახარია საქართველოსთვის".

"ამ კანონებთან დაკავშირებით, ჩვენი გუნდის პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია. ნამდვილად არ არის ახალი ეს მოწოდებაც, რომ ეს კანონები პრობლემური და გასაუქმებელია", - აღნიშნავს ანა ბუჩუკური.

ამავე თემაზე
დღის ამბები