08 ნოემბერი 2024,   17:02
ვრცლად
გურამ მაჭარაშვილი - შოლცი და მაკრონი ვის დაუჭერენ მხარს, რატომ არის მნიშვნელოვანი?! - შე დალოცვილო, შენი მთავრობისთვის ვერ მიგიხედავს, კოალიცია თავზე დაგემხო და რა საქართველოს არჩევნებზე ლაპარაკობ?

შოლცი და მაკრონი ვის დაუჭერენ მხარს, რატომ არის მნიშვნელოვანი?! - შე დალოცვილო, შენი მთავრობისთვის ვერ მიგიხედავს, კოალიცია თავზე დაგემხო დ რა საქართველოს არჩევნებზე ლაპარაკობ?, - ასე უპასუხა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ერთობლივ განცხადებაზე დასმულ კითხვას. 

მაჭარაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ "როგორც აშშ-ის არჩევნებით დადასტურდა, რომ ამერიკელი ხალხის ნებას ბაიდენის ადმინისტრაცია არ გამოხატავდა, იგივეა მაკრონთან და შოლცთან დაკავშირებით“.

"მე არ ვიცი, რა გრძნობა შეიძლება დაეუფლოს ევროპის წამყვანი სახელმწიფოს ლიდერს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს საკითხს განიხილავს და მეორე დღეს კოალიცია დაეშლება და არჩევნები დაინიშნება.

არ მესმის მაკრონის, რომლის პარტიაც მეორე ადგილას გავიდა და არჩევნები დასჭირდა. შოლცის პარტიაც მესამე ადგილზე გავიდა და საერთოდ კოალიცია დაეშალა. ისინი, რატომღაც, საქართველოს არჩევნებისთვის იცლიან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფარსია, მათ ავალებენ და ამიტომაც ამბობნენ!

მინიმუმ კომიკურია - ამას ქართული და გერმანული საზოგადოება უყურებს.

შე დალოცვილო, შენი მთავრობისთვის ვერ მიგიხედავს, კოალიცია თავზე დაგემხო და არჩევნები დაგენიშნა - რა საქართველოს არჩევნებზე ლაპარაკობ, როდესაც ეუთო/ოდირმა დაგიწერა, რომ აქ ნორმალური არჩევნები ჩატარდა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპელი ლიდერები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავენ და ხელისუფლებას კურსის შეცვლისა და რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები