26 დეკემბერი 2024,   16:19
ვრცლად
სპორტის სამინისტროში ლეგენდარული ქართველი ჩოგბურთელის, ალექსანდრე მეტრეველის 80 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სპორტის სამინისტროში ლეგენდარული ქართველი ჩოგბურთელის, ალექსანდრე მეტრეველის 80 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ალექსანდრე მეტრეველი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელმაც უიმბლდონის ტურნირის ფინალში სამჯერ ითამაშა - სპორტსმენი დიდი სლემის 33 ტურნირის მონაწილეა.

მან დევისის თასზე 105-ჯერ ითამაშა და 80-ჯერ გაიმარჯვა. ალექსანდრე მეტრეველი არის ღირსების ორდენის კავალერი. 2015 წელს, უიმბლდონის ტურნირის მსვლელობისას, ის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა დევისის თასის სპეციალური მედლით დააჯილდოვა.

დღის ამბები