სააგენტო "როიტერსი" Edison Research-ის მიერ აშშ-ში ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს.
მონაცემების მიხედვით:
ჰარისს, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველ ქალთა ხმების 53% აქვს; ტრამპს - 45%;
ტრამპს თეთრკანიან ამომრჩეველთა 57% უჭერს მხარს; ჰარისს - 41%;
ჰარისს ფერადკანიან ამომრჩეველთა 85% უჭერს მხარს; ტრამპს 13%;
ტრამპს, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველ თეთრკანიან კაცთა ხმების 60% აქვს; ჰარისს - 37%;
ჰარისი თეთრკანიანი ქალი ამომრჩევლების ხმათა 45%-ს იღებს; ტრამპი 53%-ს;
ჰარისი, ქვეყნის მასშტაბით, ფერადკანიანი კაცი ამომრჩევლების ხმების 77%-ს იღებს; ტრამპი - 21 %-ს.
ჰარისს ფერადკანიან ქალ ამომრჩეველთა 91% უჭერს მხარს; ტრამპს 7%;
18-დან 29 წლამდე ამომრჩეველთა 43% ტრამპს უჭერს მხარს, 54% ჰარისს;
45-დან 65 წლამდე ასაკის ამომრჩეველთა 52% ტრამპს უჭერს მხარს, ჰარისს 46%
65+ ასაკის ამომრჩეველთა 49% ჰარისს უჭერს მხარს, ასევე 49% - ტრამპს;
ამასთან, ტრამპს, ქვეყნის მასშტაბით, ესპანურენოვან ამომრჩეველთა 46% უჭერს მხარს; ჰარისს კი 52%.