თბილისში "სპორტული ორიენტირების საერთაშორისო კვირეული" დაიწყო. ღონისძიებაში 15 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.
ორიენტირება სპორტის უნიკალური სახეობაა, სადაც შესაბამისი რუკით და კომპასით აღჭურვილი მონაწილეები, განსაზღვრულ ტერიტორიაზე, მონიშნულ საგუშაგოებს ეძებენ. მონაწილის მიზანია, უმოკლეს დროში, წინასწარ განსაზღვრული თანმიმდევრობით, მიაღწიოს ყველა საგუშაგოს.
აღსანიშნავია, რომ ორიენტირება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ არის აღიარებული და მსოფლიო მასშტაბით, რამდენიმე მილიონი მიმდევარი ჰყავს.
ტურნირი ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება და თბილისის რამდენიმე ლოკაციას მოიცავს.