08 ნოემბერი 2024,   20:00
ვრცლად
როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს 12-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

როინ შავაძის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. აჭარის კუდ-ის ყოფილ სპეცრაზმელებს - ასლან ინაიშვილსა და გელა გვიანიძეს, ასევე, მალხაზ აბულაძეს, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული, სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საგამოძიებო მასალების მიხედვით, სწორედ ასლან ინაიშვილი და გელა გვიანიძე მონაწილეობდნენ სერჟანტის ჯერ უკანონოდ დაკავებაში და შემდეგ - სასტიკ მკვლელობაში.

გამოძიების მიხედვით, აგვისტოს ომის მონაწილე როინ შავაძეს წინა ხელისუფლება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას აბრალებდა. 2008 წელს, ბათუმის ერთ-ერთ კაფეში მისი დაკავება ნარკოდანაშაულის მოტივით, მკვლელობა კი - წინააღმდეგობის გაწევით ახსნეს. თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩატარებულმა გამოძიებამ საქმე თავდაყირა დააყენა. რეზონანსულ საქმეზე არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელიც 15 წლის წინ ჩადენილ დანაშაულზე მიუთითებს.

დღის ამბები