08 დეკემბერი 2024,   14:00
ვრცლად
ესპანეთს ახალი წყალდიდობა დაატყდა თავს - ვრცელდება ვიდეო-კადრები

ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ჟირონას რეგიონს, ახალი წყალდიდობა დაატყდა თავს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ქალაქის ქუჩები, რის შედეგადაც წყალმა 30-მდე მანქანა გაიტაცა. აღნიშნული წყალდიდობის შედეგად, მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.

ადგილობრივმა ჟურნალისტებმა, სოციალურ ქსელში ვიდეო კადრები გაავრცელეს, სადაც ჩანს რომ წყალმა მანქანები გაიტაცა და ხიდის ქვეშ ჩახერგა.

ცნობისთვის, გასულ კვირას ესპანეთში მომხდარი წყალდიდობის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ვალენსია დაზარალდა. აღნიშნული წყალდიდობა ევროპაში ამ საუკუნის ყველაზე მასშტაბურ სტიქიად ითვლება.

დღის ამბები