ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საბავშვო უნივერსიტეტი გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში, რექტორმა წაიკითხა პირველი საჯარო ლექცია თემაზე – "რა არის სამართლიანობა?".
ახალი პროექტი იმერეთის რეგიონის მე-9-12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და სხვადასხვა შემეცნებით თემაზე საჯარო ლექციების ჩატარებას ისახავს მიზნად. სალექციო კურსებს წაიკითხავენ როგორც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ასევე მოწვეული ლექტორები.