26 დეკემბერი 2024,   15:49
ვრცლად
30 დაშავებული, 62 დაკავებული და რამდენიმე უგზო-უკვლოდ დაკარგული - შეტაკება ებრაელებსა და პრო-პალესტინურ ჯგუფებს შორის ამსტერდამში

ამსტერდამში "აიაქსისა" და "მაკაბი თელ ავივის" საფეხბურთო გუნდებს შორის მატჩის დასრულების შემდეგ, ისრაელის გუნდის მხარდამჭერებს, ცივი იარაღით შეიარაღებული ასობით ადგილობრივი მუსლიმი დაესხა თავს. ისრაელელების ნაწილი თავის გადარჩენას გაქცევით ცდილობდა, თუმცა თავდამსხმელები ამის საშუალებას არ აძლევდნენ. მოძალადე ჯგუფმა ისრაელის მოქალაქეების ნაწილი მდინარის არხებში ჩაყარა და წყლიდან ამოსვლის უფლებას არ აძლევდნენ.ვიდრე ისრაელელი არ გაიმეორებდა მოწოდებას ""თავისუფლება პალესტინას"".

ისრაელელებს პრო-პალესტინელები მანქანებითაც ეჯახებოდნენ, დილით უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ქუჩებიდან რეანიმაციაში გადაჰყავდათ. დარბევა მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა, ძალადობრივი ჯგუფები ქუჩაში მარტო მყოფ იმ მამაკაცებს ეძებდნენ რომლებიც მოძალადეების აზრით ისრაელელებს ჰგავდნენ. დაარბიეს, ის სასტუმროც რომელშიც ისრაელელი გულშემატკივრები ცხოვრობდნენ. ფანჯრებს აალებადი საგნები ესროლეს.

ისრაელელები ჰყვებიან, რომ პოლიცია უმოქმედო იყო. დარბევა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად დილით ოცდაათამდე ისრაელელი დაჭრილი იყო. რამდენიმე კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მათგან დაკავშირებას ვერც სამართალდამცველები და ვერც ახლობლები ვერ ახერხებენ.

პროცესში ისრაელის მთავრობა ჩაერთო. ისრაელის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა საჰარმა ნიდერლანდელ კოლეგას დაურეკა. ისრაელის თავდაცვის არმიამ ამსტერდამის აეროპორტში ""სამსონისა"" და ""სუპერჰერკულესის"" ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავები დასვა. ბორტებზე სამაშველო და კატასტროფის ბრიგადები იყვნენ მობილიზებული.

დილით ნიდერლანდელმა პოლიტიკოსებმაც გაიღვიძეს. მემარჯვენე რადიკალური პარტიის ლიდერმა გერტა ვილდერსმა თავდასხმაში მონაწილეების დაკავებისა და დეპორტაციის მოწოდებები გააჟღერა. მისი თქმით ამსტერდამი ""ევროპის ღაზად"" იქცა.

ისრაელის ეროვნული უშიშროების კომიტეტი საკუთარ მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდებს - თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისგან, დარჩნენ სასტუმროებში, არ ატარონ ეროვნულ კუთვნილებასთან ასოცირებული ატრიბუტები. ასევე განიხილონ სახლში დაუყოვნებლივ დაბრუნება.

ავტორი: ლიკა ჩლაიძე. 

 

დღის ამბები