08 დეკემბერი 2024,   13:21
ვრცლად
საქართველოში დღეს ბანკირის დღე აღინიშნება, რომელიც მისი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის - ილია ჭავჭავაძის დაბადების 164-ე წლისთავთან დაკავშირებით დაწესდა

საქართველოში დღეს ბანკირის დღე აღინიშნება. პროფესიულ დღესასწაული, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის 23 წლის წინ, 2001 წელს დაარსდა და ის პირველი ქართული "სათავადაზნაურო ბანკის" დაფუძნების 127 წლისთავისა და 8 ნოემბერს მისი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის - ილია ჭავჭავაძის დაბადების 164-ე წლისთავთან დაკავშირებით დაწესდა.

ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის 31 წელზე მეტი სტაჟის მქონე თანამშრომლებს პროფესიული დამსახურებისა და ფასდაუდებელი შრომისთვის საპატიო ჯილდოები და საჩუქრები გადაეცათ, ბანკირის დღეზე ასევე დაჯილდოვდნენ კომერციული ბანკების თანამშრომლები.

ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და პროფესიული დღე მიულოცეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი: სიმონ შანავა.

დღის ამბები