თბილისში ცოფი დაფიქსირდა - იძებნებიან ადამიანები, რომლებსაც მიუსაფარ ძაღლთან კონტაქტი ქონდათ. მოკვლევის შედეგად იდენტიფიცირებულია დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფი 6 პირი, რომლებმაც უკვე მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას.
თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში იმყოფებოდა კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა ვინაობაც უცნობია. სურსათის ეროვნული სააგენტო აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფ პირებს გამოხმაურებისა და დაუყოვნებლივ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.