27 დეკემბერი 2024,   04:15
ვრცლად
მიშა მშვილდაძე გერმანიის საელჩოს მხრიდან რევოლუციის მოწოდებაზე: ბრწყინვალე ტექსტი და დროული განცხადებაა - მშვიდობიანი რევოლუციის ხსენებაზეც კი ელეთ-მელეთს რომ სიმულირებენ აქ ზოგ-ზოგიერთი

"კონტრასტების ქვეყანაო, ვინმემ რომ მკითხოს, გერმანიას ვეტყვი - ქნირშის მერე ეს კაცი რომ გამოუშვეს, სასწაულია", - წერს მიშა მშვილდაძე, რომელიც გერმანიის საელჩოს მიერ "მშვიდობიანი რევოლუციის" შესაძლებლობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება.

მშვილდაძე ბრწყინვალეს და დროულს უწოდებს საელჩოს განცხადებას, სადაც ვკითხულობთ, რომ "მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს".

მისივე თქმით, როცა უსამართლობა ხდება კანონი, წინააღმდეგობა ხდება ვალდებულება. "კონტრასტების ქვეყანაო, ვინმემ რომ მკითხოს, გერმანიას ვეტყვი - ქნირშის მერე ეს კაცი რომ გამოუშვეს, სასწაულია. ბრწყინვალე ტექსტი და დროული განცხადებაა - მშვიდობიანი რევოლუციის ხსენებაზეც კი ელეთ-მელეთს რომ სიმულირებენ აქ ზოგ-ზოგიერთი. როცა უსამართლობა ხდება კანონი, წინააღმდეგობა ხდება ვალდებულება", - წერს მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები