27 დეკემბერი 2024,   05:11
ვრცლად
სტრასბურგი ასეთ სარჩელს არ მიიღებს, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია დავა დაიწყო საკუთარ ქვეყანასთან იმის გამო, რომ შემოსული თანხების გამჭვირვალობას გთხოვენ - გია ვოლსკი

"სტრასბურგი, რასაკვირველია, ასეთ სარჩელს არ მიიღებს, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია დავა დაიწყო საკუთარ ქვეყანასთან იმის გამო, რომ შემოსული თანხების გამჭვირვალობას გთხოვენ", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი საუბრობს.

ის ეხმაურება საკითხს, გაასაჩივრეს თუ არა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი" არასამთავრობო ორგანიზაციებმა სტრასბურგში. 

"სტრასბურგში რომ გააგზავნო სარჩელი, იქვე უნდა დაუდასტურო, რომ ეს არ არის ევროპული სტანდარტი, რომ მათ რა შემოსავალიც აქვთ ამასთან დაკავშირებით, თუკი აქვთ ვალდებულება დონორის წინაშე, როგორ გადანაწილდა ეს შემოსავალი, რა პროგრამები დაფინანსდა, ასეთი ვალდებულება არ უნდა ჰქონდეს საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინაშე, რომლისთვისაც, მათი თქმით, ისინი ირჯებიან. სტრასბურგი, რასაკვირველია, ასეთ სარჩელს არ მიიღებს, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია დავა დაიწყო საკუთარ ქვეყანასთან იმის გამო, რომ შემოსული თანხების გამჭვირვალობას გთხოვენ", - აცხადებს გია ვოლსკი.

დღის ამბები