27 დეკემბერი 2024,   03:39
ვრცლად
არაფრით დასტურდება, რომ სარჩელი რეალურად გაგზავნილია - ნინო წილოსანი სტრასბურგში არასამათავრობოების სარჩელის გაგზავნაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ საიამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონზე სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში ნამდვილად გააგზავნა. 

საიამ დღეს მხოლოდ გადამზიდი კომპანიის მიწოდებული დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლითაც, მათი განმარტებით, საჩივარი სტრასბურგის სასამართლოს ჩაბარდა.

"ალბათ გაგახსენდებათ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების დროს როგორ აანონსებდა არასამთავრობო სექტორი დემოკრატიის დასამარების პროცესს. ამის ფონზე, ნამდვილად გასაკვირია ის ფაქტი, რომ თავად ჯერ კიდევ არ აქვთ გაგზავნილი სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში.

ინფორმაცია, რაც აქამდე არსებობს, არაფრით დასტურდება, რომ სარჩელი რეალურად გაგზავნილია. ამის საპასუხოდ, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ააფრიალეს "ფედექსის" გზავნილის ნომერი, რომელიც არაფერს არ გვეუბნება. მით უფრო, რომ ისეთი სარჩელები, რომელზეც მათ აქვთ საუბარი, ძალიან მალე მიიღება ხოლმე სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან. ხოლო, ამგვარი ინფორმაციის შესახებ არაფერი გვსმენია," - აცხადებს ნინო წილოსანი.

 

 

დღის ამბები