08 დეკემბერი 2024,   13:02
ვრცლად
რეპერი puff daddy სასამართლოს გათავისუფლების სანაცვლოდ უფრო "ძლიერი გირაოს" პაკეტს სთავაზობს

რეპერი და პროდიუსერი, შონ დიდი კომბსი, (puff daddy) სასამართლოს გათავისუფლების სანაცვლოდ, უფრო "ძლიერი გირაოს" პაკეტს სთავაზობს. კომბსი სასამართლოს შინა პატიმრობაში ყოფნას სთავაზობს, დაცვის სრული მეთვალყურეობითა და მონიტორინგის უზრუნველყოფით, ასევე მას ადვოკატის გარდა სხვა ადამიანებთან კონტაქტის სრული შეზღუდვა ექნება. ამის შესახებ გამოცემა abcnews წერს. 

რეპერს სასამართლომ გირაოზე უარი ერთხელ უკვე უთხრა. მოსამართლის განმარტებით, იმის საკმარისი მტკიცებულებები არსებობდა, რომ კომბსი საზოგადოებისთვის საშიშროებას წარმოადგენდა, ასევე ის ხელს შეუშლიდა გამოძიებას და მოწმეებს დააშინებდა. მან ასევე თქვა, რომ დაცვის მხარის მიერ შემოთავაზებული გირაოს პაკეტი "არასაკმარისი" იყო. 

ადვოკატების განცხადებით, ახალმა შემოთავაზებულმა ზომებმა უნდა დაარწმუნოს სასამართლო, რომ ის არ შეაფერხებს მოწმეებს და საფრთხეს არ შეუქმნის სხვებს.

P Diddy-ს ბრალი ედება "კრიმინალური დაჯგუფების" შექმნაში, გაუპატიურებაში, პროსტიტუციის ხელშეწყობაში, ნარკოტიკების გასაღებაში, ძალდატანებით შრომაში, გატაცებებში, ხანძრებში, ფიზიკურ, ემოციურ და ვერბალურ ძალადობაში, გამოძალვასა და არასრულწლოვნების ექსპლუატაციასა და ძალადობაში.  

ის ბრალს არ აღიარებს და კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს.

დღის ამბები