26 დეკემბერი 2024,   15:36
ვრცლად
"თუ თქვეს რომ გავგზავნეთო, ესე იგი გააგზავნეს, მე მჯერა მათი" - ლევან ცუცქირიძე საიას სარჩელზე

ოპოზიციას არ აქვს ინფორმაცია, გაასაჩივრა თუ არა საიამ სტრასბურგში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი. თუმცა სჯერათ, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საზოგადოებას არ მოატყუებს. 

"თუ თქვეს რომ გავგზავნეთო, ესე იგი გააგზავნეს, მე მჯერა მათი." - აღნიშნა "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ.  

"კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა” წევრი, თენგიზ თევზაძე აცხადებს, რომ ტექნიკური ხასიათის საკითხებს არ იცნობს. 

"ვიცი ზოგადად რაც ხდება და ეს რომ განხილვის საგანია, ჩემი აზრით, ცოტა არ იყოს სასაცილოა. მაგრამ ტექნიკური შინაარსი არ ვიცი, იმიტომ რომ მე არ ვარ ამ საკითხში ჩართული, ეს ჩემთვის საინტერესო არ არის. რა თქმა უნდა, ეს საქმე სტრასბურგში აუცილებლად იქნება განხილული და სამართლიანი და ობიექტური სასამართლოს პირობებში, ჩემი აზრით, დადგენილი იქნება ის მოთხოვნები, რაც აქვს," - აცხადებს თენგიზ თევზაძე.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, სადაო კანონზე საჩივრის დოკუმენტი ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი არ არის. არადა ჯერ კიდევ 17 ოქტომბერს, კანონის გასაჩივრების შესახებ საზოგადოებას, საიას თავმჯდომარემ აცნობა. არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს მხოლოდ გადამზიდი კომპანიის მიწოდებული დოკუმენტი გაასაჯაროვა, მათი განმარტებით, საჩივარი სტრასბურგის სასამართლოს ჩაბარდა.

 

 

დღის ამბები