27 დეკემბერი 2024,   04:39
ვრცლად
დანაშაულების სერია სიეტლში - პირმა, რომლის ვინაობა არ სახელდება, ზედიზედ 5 ადამიანი დაჭრა

აშშ-ში, ქალაქ სიეტლში, 5 ადამიანი დაჭრეს. ამის შესახებ გამოცემა abcnews წერს. მათი ცნობით, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, თუმცა მისი ვინაობა არ სახელდება. მას შესაძლოა კავშირი ჰქონდეს სხვა დაჭრის ფაქტებთან, რომელიც ბოლო ორი დღეა, სიეტლში ერთსა და იმავე რაიონში მოხდა. უკანასკნელი დაჭრის ფაქტი პარასკევს მოხდა. 

4 დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოშია მოთავსებული. მეხუთე დაშავებული კი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

"ეს არის საშინელი ტრაგედია, მასობრივი მსხვერპლის მოვლენა", - თქვა სიეტლის პოლიციის უფროსის მოადგილემ ერიკ ბარდენმა.

ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ოთხი დაჭრის ფაქტთან, ხოლო ერთზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება, განაცხადა ადგილობრივმა პოლიციამ. უწყების ცნობით, პირველი ინციდენტი ხუთშაბათს დილით მოხდა, რა დროსაც, 52 წლის ქალს რვა ჭრილობა მიაყენეს.  

პოლიციის ცნობით, ხუთშაბათს მოხდა კიდევ სამი დანით დაჭრის ფაქტი. ორ მსხვერპლს დანით რამდენჯერმე დაარტყეს. სხვა მსხვერპლმა პოლიციას განუცხადა, რომ თავდამსხმელმა მისი მკერდში დანით დაჭრა სცადა, მაგრამ თავდასხმის დაბლოკვა მოახერხა.

კიდევ ერთი დანით დაჭრა მოხდა პარასკევს დილით, მსხვერპლი კისრის არეში იყო დაჭრილი. პოლიციის ცნობით, ის ადგილობრივ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.

 

 

დღის ამბები