08 დეკემბერი 2024,   13:28
ვრცლად
გზავნილი კონკრეტული მაგალითით - რას ნიშნავს მშვიდობიანი რევოლუცია და ვინ როგორ აღიქვამს გერმანიის საელჩოს დღევანდელ განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

მმართველი გუნდი გერმანიის საელჩოს განცხადებას უკვე გამოეხმაურა, სადაც დიპლომატიური უწყება მშვიდობიანი რევოლუციის შესაძლებლობაზე საუბრობს.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ 9 ნოემბერთან დაკავშირებით საელჩოებმა განცხადება სხვა ქვეყნებში, მათ შორის მოლდოვაშიც გაავრცელეს, თუმცა "მშვიდობიანი რევოლუცია" მხოლოდ საქართველოში მოქმედი დიპლომატიური წარმომადგენლობის ტექსტში იყო ნახსენები. ოპოზიციისთვის გერმანიის საელჩოს განცხადება შემთხვევითი არ არის.

მათთვის შემთხვევითი არც ისაა, რომ ამ შინაარსის გამოხმაურება, არჩევნების შემდგომ პერიოდს ემთხვევა. ამბობენ იმასაც, რომ მშვიდობიანი რევოლუცია ევროპის ისტორიის ნაწილია. ოპონენტებს სპეკულაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს მმართველი გუნდი.

უმრავლესობისთვის რთულად წარმოსადგენია დიპლომატიური უწყების მხრიდან გავრცელებული განცხადება, სადაც საუბარი მშვიდობიან რევოლუციაზეა.

"რუსთავი2-მა" გერმანიის საელჩოს ოფიციალური წერილი უკვე გაუგზავნა. დიპლომატიური უწყებისგან დამატებითი განმარტებები ამ დრომდე არ გაკეთებულა.

დღის ამბები