17 აგვისტო 2026,   07:27
ვრცლად
ბასილაშვილმა კობეს ტურნირის პირველი შეხვედრა მოიგო

იაპონიის ქალაქ კობეში, ჩელენჯერის ტურნირზე ასპარეზობა ბასილაშვილმა გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში სამხრეთაფრიკელი ფილიპ ჰენინგი ორ სეტში – 6:3, 6:4 დაამარცხა.

კობეს ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად, ნიკოლოზ ბასილაშვილს ერთი შეხვედრის მოგება სჭირდება.

მისი მეტოქე საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იაპონელი მორია იქნება, რომელსაც ორი კვირის წინ სეულში სძლია.

 

დღის ამბები