26 დეკემბერი 2024,   15:51
ვრცლად
"ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სარჩელი გაგზავნილია და მიღებულია, ოფიციალურად ვერ დაგიდასტურებთ... არაერთი სპეკულაცია გვინახავს" - რატი ბრეგაძე საია-ს სარჩელზე

გაგზავნა თუ არა საია-მ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში? - იუსტიციის სამინისტროსთან კორესპონდენცია სარჩელის მიღებისთვის აუცილებელი პროცედურაა, თუმცა იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ქართულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური კომუნიკაცია არ ჰქონია.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლოში, მსგავსი საჩივარი არ შესულა, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" საპირისპიროს მტკიცება დაიწყო და სოციალურ ქსელში მხოლოდ გადამზიდი კომპანიის სქრინი გამოაქვეყნა. დაწერა, რომ ამ ეტაპზე საქმის რეგისტრაციის პროცედურები მიმდინარეობს.

იუსტიციის მინისტრი ეჭვობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ადგილი აქვს გარკვეულ მანიპულაციებს.

"ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სარჩელი გაგზავნილია და მიღებულია, ჩვენ ოფიციალურად ვერ დაგიდასტურებთ. ჩვენ არაერთი სპეკულაცია გვინახავს, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოსთან მიმართებაში ოპოზიციისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდანაც. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან სტრასბურგის სასამართლოს ჯერ ამ საკითხზე ოფიციალური კომუნიკაცია არ ჰქონია, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ გარკვეულწილად, გარკვეულ მანიპულაციებთანაც შესაძლებელია გვქონდეს საქმე", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დღის ამბები