08 დეკემბერი 2024,   09:41
ვრცლად
არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ირაკლი კუპრაძე დაიკითხა

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე დაიკითხა. სხდომის დასრულების შემდეგ, მან თქვა, რომ მიმდინარე გამოძიებას არ ენდობა.

აღნიშნულ საქმეზე, პროკურატურამ თინა ბოკუჩავა, საბა ბუაძე და თენგო თევზაძეც დაიბარა, თუმცა ყველა ამბობს, რომ ჩვენებას მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემენ.

"თუ ჩვენ გვექნება წვდომა სამაგიდო სიებზე, შესაბამის ჩეკებზე, სადაც ხელს აწერდნენ ამომრჩევლები, რამდენიმე საათის განმავლობაში შეიძლება მთელი გაყალბების სქემის გაშიფვრა, თუმცა მათზე წვდომას ცენტრალური საარჩევნო კომისია და პროკურატურა არ გვაძლევს. ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რომ პროკურატურა ყალბ პროცესს აწარმოებს," - აცხადებს "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" ირაკლი კუპრაძე.

დღის ამბები