27 დეკემბერი 2024,   01:51
ვრცლად
ცესკო-ს სხდომიდან, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ლაშა ფარულავა გააძევეს

ცესკო-ში საჩივრების განხილვა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს - სხდომიდან, სადაც შემაჯამებელი ოქმების გაბათილების საკითხზე მსჯელობენ, "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლაშა ფარულავა გააძევეს.

ფარულავამ საარჩევნო ადმინისტრაციის  წარმომადგენლებს ბრალდებები წარუდგინა და ისინი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ, ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და ლაშა ფარულავას სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, ფარულავამ გააკეთა არა საქმესთან დაკავშირებული განცხადებები, არამედ - პოლიტიკური გზავნილები.

კამათი იყო საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების შეჯამებამდეც. საჩივარი, რომლითაც, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დიდი ბრიტანეთის შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას ითხოვდა, არ დაკმაყოფილდა.

ცესკო-ში საჩივრები "ერთობა - ნაციონალურმა მოძრაობამ", "ძლიერმა საქართველომ" და საია-მ წარადგინეს. ისინი 73-ვე ოლქის შედეგების გაბათილებას ითხოვენ.

 

 

 ავტორი: სიმონ შანავა

 

 

დღის ამბები