დღეს მეცნიერების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, განათლების, სამინისტროს ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის "ლეონარდო და ვინჩის" გამარჯვებულების, ასევე მეცნიერების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
გრანპრის მფლობელ, I, II და III ადგილებზე გასულ მოსწავლეებს პრიზები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. კონკურსის ფარგლებში ფინალურ ეტაპზე, ჯამში, 19 ინოვაციური პროექტი გადავიდა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასების მოსწავლეებმა მიიღეს.
დაჯილდოების ცერემონიაზე მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისთვის, პრიზები და სიგელები გადაეცათ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის პრემიის ლაურეატ მეცნიერებს.