27 დეკემბერი 2024,   03:14
ვრცლად
ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - მან რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც უკრაინის თემა განიხილეს - ამის შესახებ "ვაშინგტონ პოსტი" იუწყება.

ანონიმურ პირებზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალის ყოფნის შესახებ შეახსენა.

შეგახსენებთ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა განაცხადა, რომ ომის "ერთ დღეში" დასასრულებლად გამოსავალს იპოვის, მაგრამ როგორ გააკეთებს ამას, არ განუმარტავს.

დღის ამბები