27 დეკემბერი 2024,   04:08
ვრცლად
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით აქცია იმართება - მათი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა

ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები თბილისში იმყოფებიან, დელეგაციას პრეზიდენტი შეხვდა. შეხვედრების პარალელურად აქცია იმართება - ინიციატორი "კოალიცია ცვლილებებისთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციაა.

ადგილზე მისულების თქმით, მათი მიზანია ევროპელ პარტნიორებსაც გააგონონ მთავარი მოთხოვნა - ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.

გამოსვლას უერთდებიან ორგანიზაცია "დაიტოვეს" წარმომადგენლებიც. ორბელიანების სასახლის მიმდებარედ აქციის მონაწილეებთან 8 ქვეყნის დელეგაციის წევრები გავიდნენ და მათი მოთხოვნები მოისმინეს.

დღის ამბები