06 დეკემბერი 2024,   15:36
ვრცლად
კუბაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

კუბაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. The New York Times-ის ინფორმაციით, ბიძგებმა დააზიანა სამხრეთ სანაპიროზე მდებარე სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები.

პირველი ბიძგი მოსახლეობამ დღის პირველ ნახევარში, 11:49 საათზე იგრძნო. მიწისძვრის სიმძლავრემ 6.8 მაგნიტუდა შეადგინა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, დაფიქსირდა განმეორებითი ბიძგები, 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის.

დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღის ამბები