06 დეკემბერი 2024,   15:40
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც საბერძნეთში პოლიციელს უკბინა, 18 თვით პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს 49 წლის მოქალაქეს, რომელიც საბერძნეთის ქალაქ სალონიკში პოლიციელს თავს დაესხა და უკბინა, 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პოლიციელი, რომელიც სასამართლოზე დაიკითხა ამბობს, რომ მამაკაცი მანამდე ქურდობისთვისაც იყო დაკავებული. როგორც ჩვენებიდან ირკვევა, პოლიციის ეკიპაჟმა მამაკაცი შესამოწმებლად გააჩერა, თუმცა მან გაქცევა სცადა, საბოლოოდ კი, ხელბორკილების დადების შემდეგ, სამართალდამცავზე თავდასხმა სცადა და მას ტუჩზე უკბინა.

მისივე ინფორმაციით, დაკავებული პოლიციის განყოფილებაში ამბობდა, რომ მას C ჰეპატიტი აქვს.

შემთხვევის შემდეგ ბერძენი პოლიციელის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, სადაც მას ტეტანუსის აცრა გაუკეთეს.

წყარო: Voria.gr

დღის ამბები