ამ წუთებში დიღმის მთავარ სამმართველოში "ქართული ოცნების" წევრის, არჩილ გორდულაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. მმართველმა პარტიამ გამოძიებას წარუდგინა 102 იდენტიფიცირებული ფაქტი და მტკიცებულება, რომლებიც სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
"ქართული ოცნება" საუბრობს სქემაზე, რომლის მიხედვითაც, უბანზე მისული მათი ამომრჩეველი სიაში აღარ ირიცხებოდა და ის გარკვეულ ოპოზიციურ პარტიას საკუთარ წარმომადგენლად სხვა საარჩევნო უბანზე ჰყავდა დანიშნული. მმართველი გუნდი მათი მომხრეების სავარაუდო განეიტრალების მცდელობის კიდევ 420 ფაქტს სწავლობს.
გამოკითხვაზე შესვლამდე, არჩილ არჩილ გოდოლაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გამოძიებას მათ ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტსა და მტკიცებულებას წარუდგენენ, რომლებიც სავარაუდო დანაშაულებს ეხება.
"საგამოძიებო ორგანოებს მივაწვდით ყველა ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას, მტკიცებულებებს, რომლებიც თავის თავში გულისხმობს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს. ეს ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ჩვენს მხარდაჭერებს პირდაპირი მნიშვნელობით ხმის მიცემის უფლება ან შეუზღუდეს ან მოჰპარეს, ან სცადეს ასეთი დანაშაული. განსხვავებით "კოლექტიური ნაცმოძრაობისგან", რომლებიც არც კანონს სცემენ პატივს, არც ფაქტებზე საუბრობენ და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით არიან დაკავებულები, მათგან განსხვავებით, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე ვსაუბრობთ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.